მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაცია იწყება
ანონსების არქივი20 თებერვალი , 2017
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი eTwinning-ის პორტალზე მასწავლებელთა რეგისტრაციას იწყებს. პროგრამას „სკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან“ (eTwinning Plus) ცენტრი 2013 წლიდან ახორციელებს, რომლის მიზანია ქართველი და ევროპელი მასწავლებლების დამეგობრება, კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება. Etwinning-ის ფარგლებში ქართველი მასწავლებლები თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან, რათა ერთობლივად დაგეგმონ საგანმანათლებლო პროექტები.

პროგრამა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ ევროპის მასშტაბით ყველაზე ცოცხალ და საინტერესო საგანმანათლებლო ქსელში. eTwinningPlus პორტალი: https://www.etwinning.net/en/pub/index.htm მთავარი სამუშაო სივრცეა, რომელიც დარეგისტრირებულ მასწავლებლებს პარტნიორების მოსაძიებლად, სასურველი პროექტების შესარჩევად და მასში მონაწილეობის მისაღებად მრავალფეროვან ინსტრუმენტებსა და სერვისებს სთავაზობს.

2017 წლიდან ქართველ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ eTwinning-ის პორტალზე განახორციელონ პროექტები ქართველ პარტნიორებთან ერთად ქართულ ენაზე (აუცილებელი პირობაა, რომ პარტნიორი მასწავლებლები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან).

პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტად რჩება ევროპული პროექტები, განხორციელებული ევროპელ პარტნიორებთან ერთად. მასწავლებლები რომლებიც განახორციელებენ ევროპულ პროექტებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაერთნონ პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კონკურსებში, მოიპოვონ საერთაშორისო აღიარება, მიიღონ ევროპული ხარისხის ნიშანი და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში. ხოლო ეროვნული პროექტების(ქართულ ენაზე) განხორციელებისას მასწავლებლები მიიღებენ მხოლოდ ეროვნულ ხარისხის ნიშანს. სქემის ფარგლებში კრედიტქულის მინიჭება მოხდება ორივე შემთხვევაში.

მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ რეგისტრაციის ფორმა, ხოლო ავტობიოგრაფია (CV) და პროექტის გეგმა (ინგლისურ ან ქართულ ენაზე დანართ N1 -ის მიხედვით) გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამათზე: etwinningplusgeo@tpdc.ge   1 მარტიდან 10 მარტის ჩათვლით .

ასევე, იხილეთ პროექტის შეფასების რუბრიკები დანართი N 2

უპირატესობა მიენიჭებათ სატატუსით უფროსს და წამყვან მასწავლებლებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ენას. საჭიროების შემთხვევაში მოხდება კანდიდატთან გასაუბრება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაგვიანებით ან არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.