მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საგანმანათლებლო
ტექნოლოგიების კონფერენციაში მომხსენებლად (პოსტერების
სესია) გამოსვლის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს. ყოველწლიური, რიგით მესამე, კონფერენცია მიმდინარე წლის 19-20 ნოემბერს ჩატარდება.
კონფერენცია მიზნად ისახავს ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციების შესახებ დაინტერესებული მხარეების ინფორმირებას, ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში გამოყენების საუკეთესო პრაქტიკის გაცნობას და გამოცდილების გაზიარებას, ასევე, ახალი კონტაქტების დამყარების ხელშეწყობას.
კონფერენციაში
მონაწილეობის მიღება შეუძლია დაწყებითი, საბაზო და საშაულო საფეხურის სხვადასვა საგნის
მასწავლებლებს, სკოლის ადმინისტრაციის, უნივერსიტეტის, მთავრობისა და ისტ კომპანიების წარმომადგენლებს.
კონფერენციაზე
მომხსენებლად (პოსტერების სესია) გამოსვლის მსურველებმა რეგისტრაცია
უნდა გაიარონ კონფერენციის საიტზე
getc.ge 26 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით.
კონფერენციაზე
მონაწილეთა რეგისტრაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე
მოგვიანებით გამოცხადდება.
|