მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლების ახალი ნაკადი შეუერთდა
სიახლეების არქივი12 ნოემბერი , 2016

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამას „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოხალისე მასწავლებლების ახალი ნაკადი შეუერთდა. მიმდინარე წელს, პროგრამას,გარდა ინგლისურენოვანი და ჩინურენოვანი მოხალისე მასწავლებლებისა, ფრანგულენოვანი და გერმანულენოვანი მოხალისე მასწავლებლებიც დაემატა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მოხალისე მასწავლებლებს, ადგილობრივ უცხოური ენის მასწავლებლებთან ერთად შუალედური შეხვედრა ჩაუტარდათ. შეხვედრა მოიცავდა 12-საათიან ტრენინგ-მოდულს „თანასწავლების მეთოდები“ და „კლასის მართვა“. შემაჯამებელ შეხვედრაზე კი მოხალისე და ადგილობრივმა მასწავლებლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება კლასში სხვადასხვა დონის მოსწავლეებთან მუშაობის მეთოდების შესახებ.

უცხოელი მოხალისეები განაწილებულნი არიან თბილისში, აჭარის, იმერეთის, გურიის, კახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, სამეგრელო -ზემო სვანეთის და შიდა ქართლის რეგიონების საჯარო სკოლებში, სადაც თითოეული მოხალისე მასწავლებელი სამ ან ოთხ ადგილობრივ უცხოური ენის მასწავლებელთან თანამშრომლობს.

აღსანიშნავია, რომ ორი წელია პროგრამამ პოზიტიური ცვლილებები განიცადა. დაიხვეწა მოხალისე მასწავლებლების შერჩევის კრიტერიუმები. შერჩევისას უპირატესობა ენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება, გარდა ამისა, გაიზარდა მოხალისეების კონტრაქტის ვადები: მოხალისეები სრულ სასწავლო წელს ატარებენ სკოლაში, რაც ენის შესწავლის ხარისხს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს.

პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში საქართველოს ყოველწლიურად უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფი სტუმრობს. მოხალისე მასწავლებლები ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან დათემის სხვა წევრებთანთანამშრომლობით, აქტიურად ერთვებიან სასკოლო და სათემო ცხოვრებაში.უცხოელ კოლეგებთან ერთად ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგები იმაღლებენ ენის ცოდნის დონეს, მოიძიებენ და ამუშავებენ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებით მასალებს, ასევე, ეცნობიან და ნერგავენ ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს.