მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
„ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში საპილოტე ტრენინგები დაიწყო
სიახლეების არქივი26 ივლისი , 2016
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“-ს მიერ ინიცირებული, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, ლიდერობის აკადემიის საპილოტე ტრენინგები დაიწყო. ლიდერობის პირველი აკადემიის კურსი სამი მოდულისგან შედგება:
  • 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები (შესავალი ნაწილი);
  • ეფექტური დირექტორი: თეორიიდან პრაქტიკისკენ;
  • ფინანსური მენეჯმენტი, ადამიანური რესურსები, დროის მენეჯმენტი და სამართლებრივი საკითხები.
პილოტის პროცესში, პროგრამის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტების მიერ, განხორციელდება მოდულის ჩატარების მონიტორინგი და შეფასება, მისი დასრულების შემდეგ კი მოხდება მოდულის ადაპტირება და ტრენერთა შერჩევა კონკრეტული მოდულის ჩასატარებლად. ლიდერობის პირველი აკადემიის მოდული 40 საკონტაქტო საათისგან შედგება.

დირექტორთა ტრენინგები თბილისსა და რეგიონებში 15 აგვისტოდან დაიწყება და სექტემბრის დასაწყისში დასრულება.

საერთო ჯამში, ლიდერობის აკადემიის სამი საფეხური 150-მდე საკონტაქტო საათის ტრენინგსა და არასატრენინგო აქტივობას მოიცავს, რაც ტრენინგის შემდგომ, სკოლებში, დირექტორების მიერ სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური აქტივობების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს. ლიდერობის აკადემიის ფარგლებში, დირექტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ კვარტალურ შეხვედრებში და ერთმანერთს გაუზიარონ დანერგვის პროცესში გამოვლენილი მიღწევები და გამოწვევები.

მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული, 140-აშშ დოლარის მილიონიანი მეორე კომპაქტის ფარგლებში, 2016 წლიდან ამოქმედდა. პროექტის ინიციატორია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ და ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განათლების სპეციალისტებისა და ექსპერტების კვალიფიციური გუნდის მიერ. პროექტის ტექნიკურ და საექსპერტო მხარდაჭერას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) საკონსულტაციო ჯგუფი ახორციელებს.